» ვამპირი ხეები - რეალობა თუ ზღაპარი

ვამპირი ხეები - რეალობა თუ ზღაპარი


ვამპირი ხეები - რეალობა თუ ზღაპარი
loading...

არსებობენ თუ არა სინამდვილეში ვამპირი მცენარეები? შეიძლება, რომ ბუნებაში ვხვდებოდეთ სისხლისმსმელ და ხორცის მჭამელ მცენარეევს? რასაკვირველია, ერთი შეხედვით პასუხი უარყოფითი იქნება, თუმცა ნუ აჩქარდებით, რადგან მოგზაურებისა და ნატურალისტების (რომელთაც დედამიწის ყველაზე მიუვალი ადგილებიც კი შემოიარეს) მიერ მოყოლილ ისტორიებში, ხშირად საშიშ კაციჭამია ხეებსაც შევხვდებით.

იმის მიუხედავად, რომ მეცნიერული სამყარო ასეთი ხეებისა და მცენარეების არსებობის საკითხს ეჭვის ქვეშ აყენებს, კატეგორიულად მაინც არაფრის უარყოფა არ შეიძლება.


კაციჭამია ხეების აღმოჩენის იმედით, სხვადასხვა დროს რამენიმე ენთუზიასტი იმ დროს ადამიანისთვის მიუვალ ადფილებში გაეშურა. ყველაზე მეტად კი გერმანელ კარლ ლიხეს გაუმართლა, რომელიც მადაგასკარში მომსწრე გახდა, როგორ შეჭამა ჩვეულებრივმა ხემ ქალი. ლიხეს მონათხრობის თანახმად, როდესაც კაციჭამია ხე პირველად იხილა, მასში ისეთი ვერაფერი აღმოაჩინა, რაც ხის სისხლისმსმელობისკენ “მიდრეკილებას” დაადასტურებდა. ხე, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 2,5 მეტრი იყო, პალმას ჰგავდა, რომლის კენწეროც დანის მსგავსი, ვიწრო ფოთლებით იყო შემოსილი. ხეს თეფშისმაგვარი “ხელები” ჰქონდა, რაც ნატურალისტის აზრით, ადამიანის ხელის გულებს წააგავდა, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად იყო დასახურად. ხის ყველა მხარეს გველის მაგვარი “საცეცები” – ლიანები იყო გამოზრდილი, რომელთა სიგრძე ორ მეტრს არ აღემატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ უჩვეულო ხემდე ნატურალისტი თავად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიიყვანეს, მას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ დანაპირები სისხლიანი სეირის მომსწრე გახდებოდა. ერთხელ ლიხემ ინდიელი თარჯიმანისაგან შეიტყო, რომ აბორიგენები გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად მსხვერპლშეწირვის გამართვას აპირებდნენ და გერმანელიც “სეირის” სანახავად გაემართა. მსხვერპლშეწირვის ცერემონია კოცონის ირგვლივ ადგილობრივი მოსახლეობის რიტუალური ცეკვებით დაიწყო. შემდეგ ბრბოდან ერთი საცოდავი ქალი გამოათრიეს და შესაწირავად მოამზადეს. მჩხიბავები ქალს ხისკენ უბიძგებდნენ და თან რაღაც შელოცვებს გაჰყვიროდნენ. როგორც, ჩანს საცოდავი ქალი წინასწარი იყო შეგუებული გარადაუვალ სიკვდილთან, რადგან იგი ხის ტანს უხმოდ მიუახლოვდა, მასზე ოსტატურად აცოცდა და ბლანტი, წებოვანი ხის წვენის ლოკვა დაიწყო. სულ მალე ტრანსში ჩავარდილ ქალს თეთრი ლიანები მიუახლოვდნენ, რომელთაც მსხვერპლი საბოლოოდ თავიანთ “მარწუხებში” მოაქციეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ქალის გმინვა, შემდეგ კი სულისშემძვრელი კივილი გაისმა და სულ მალე ვამპირი ხიდან მომწამვლელ, მყრალ წვენთან შერეული, მსხვერპლის სისხლი ჩამოედინა. ამ საშინელი შემთხვევიდან 10 რე იყო გასული, როდესაც ნატურალისტმა თანმხლებ პირთან ერთად მსხვერპლშეწირვის ადგილი კიდევ ერთხელ მოინახულა. მის გაკვირვებას საძღვარი არ ჰქონდა, როცა ხის ქვემოთ, ბალახებში ადამიანის თავის ქალა და მიმოფანტული ძვლები აღმოაჩინა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კარლ ლიხე მადაგასკარში შეძენილი რომელიღაც ტროპიკული დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ნატურალისტის მიერ დაწერილმა მოხსენებამ დღის სინათლე მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ იხილა და მეცნიერთა შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვამპირი ხის აღმოჩენის იმედით, მოგვიანებით კუნძულზე სხვადასხვა ექსპედიცია გაემართა. ადგილობრივი მცხოვრებლები ბოტანიკოსებს გაუვალ ტყეებში ატარებდნენ, თუმცა მწვანე მონსტრი არავის უნახავს.

მეცნიერები ყველა მონათხრობს ლეგენდად მიიჩნევდნენ, სანამ უღრან ტყეში მცხოვრებ გობორის ტომს არ მიაგნეს. ერთხელ ექსპედიციის ერთერთი წევრის, პატრიცია როსკინის ყურადღება ორი ტანის მქონე ხემ მიიპყრო, რომელთაც საერთო ფესვები ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი მეტრი მოშორებით იზრდებოდნენ. მათ გრძელი, ცხენის ფაფრის მსგავსი ლიანები “ამშვენებდათ”. დაინტერესებულმა პატრიციამ ხის კარგად დათვალიერება გადაწყვიტა, მაგრამ მალევე უკან დაიხია, რადგან მათ შორის სამი თავის ქალა ეგდო. შეშინებულმა გოგონამ აღმოჩენის შესახებ ექსპედიციის სხვა წევრებსაც აცნობა. ყველაფერი კი ტომის ბელადმა განმარტა: “ეს სამართლიანოვის ჯადოსნური ხეა. თუ ვინმე მკვლელობასა და ქურდობაშია ეჭვმიტანილი, მას გასამართლებლად ხეს მიაბარებენ. თუ ბრალდებული დამნაშავეა, ხე მას სისხლს გამოსწოვს, უდანაშაულოს კი არაფერს დაუშავებს”. ახსნა-განმარტების შემდეგ, ყველა მწვანე ვაპირის სანახავად გაეშურა. პატრიციამ, რომელიც ექსპედიტორთა შორის ყველაზე ახალგაზრდა – 21 წლის იყო, ექსპერიმენტის ჩატარება მოინდომა. მან ხის ერთ-ერთ ტანთან მიირბინა და ჩაეხუტა. “საცეცი” ტოტები გოგონას ყველა მხრიდან შემოეხვია და მაშინვე გაანთავისუფლა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მეგობრებმა თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრეს. ექსპერიმენტის მოყვარული პატრიციას თქმით, მან ენით აუწერელი შიში განიცადა. გოგონას თქმით ხეს მაშინვე, რომ არ გაეთავისუფლებინა იგი, დაიხრჩობოდა.


მოგზაურებისა და ნატურალისტების მონათხრობის მიუხედავად, რომელთაც ვამპირი და კაციჭამია ხეები თავიანთი თვალით იხილეს, მეცნიერული სამყარო ამ რეალობის აღიარებას ნამდვილად არ ჩქარობს.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 2496