» "ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს - გამაოგნებელი დასკვნა

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს - გამაოგნებელი დასკვნა



loading...

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტატუს ქონა ეხმარება ორგანიზმს სეზონურ ვირუსებს ადვილად გაუმკლავდეს. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ორგანიზმი ძლიერდება და ნაკლებად მგრძნობიარე ხდება ტკივილების მიმართ ტატუს გაკეთების დროს გადატანილი ტკივილის გამო.

აღმოჩნდა, რომ ტკივილის დროს, რომელიც სხეულზე სწორედ ტატუს დატანების დროს გადაიტანება, ძლიერდება და აქტიურდება იმუნური სისტემა პათოგენებისა და ვირუსების მიმართ. ამიტომ, რაც მეტია სხეულზე ტატუ, მით მაღალია ორგანიზმის იმუნური სისტემა. თუმცა ერთი ტატუს დატანებით გამოწვეული გაძლიერებული იმუნური სისტემა რამდენხანს ყოფნის ორგანიზმს ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად, ამაზე მეცნიერები კომენტარს ჯერ-ჯერობით ვერ აკეთებენ.

მოგეხსენებათ, რომ გარკვეულ სეზონებზე, განსაკუთრებით კი ზამთარში ჭარბადაა ვირუსული ინფეციები, ასევე გრიპები, რომელთა გართულება სასიცოცხლო რისკფაქტორია. როგორც ვიცით ამ დროს მოგვიწოდებენ ვიკვებოთ რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით, ამოვიღოთ რაციონიდან სხვადასხვა პროდუქტები, მივმართოთ წოლის რეჟიმსა და გამოვიყენოთ მედიკამენტები, გართულების შემთხვევაში კი აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ექსპერტების აზრით კი მათ, ვისაც ტატუ აქვთ "ცუდი გოგო-ბიჭები" სულაც არ არიან, ის მათ სიძლიერეზე, გაბედაობასა და კარგ და ჯანმრთელ გენებზე მიუთითებს.
"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს - გამაოგნებელი დასკვნა
ასე, რომ ვისაც რელიგია და მრწამსი ხელს არ გიშლით, შეგიძლიათ გაიკეთოთ ტატუ, შედეგად კი ძლიერი იმუნიტეტიც არ დააყოვნებს- როგორც გვინმარტავენ ამერიკელი მეცნიერები.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 389